-share.jpg)
ტელეკომპანია Дождь-ის ცნობით, მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აჭრიან ყურს რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები მათ მიერ დაკავებულ ტერორისტს.
ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მოსკოვის ოლქის “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზზე თავდამსხმელის დაკავების კადრები ჩანს. ვიდეოში ჩანს ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც მიწაზე წევს. მას თავზე სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელი ადგას. ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭვმიტანილის მოჭრილი ყური უჭირავს. სპეცსამსახურის თანამშრომელი კადრებში რამდენჯერმე ცდილობს, რომ სხეულის ნაწილი კაცს პირში ჩაუტენოს.
ამას გარდა, გავრცელდა ვიდეობიც, რომლებშიც დაკავებულ პირებს კითხავენ. ერთ-ერთ ჩანაწერში პირს, რომელსაც სახე დასისხლიანებული, ყური კი ახვეული აქვს, ეუბნებიან: "ერთი ყური კიდევ დაგრჩა".
დღის პირველ ნახევარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა 11 ადამიანის, მათ შორის ტერაქტის სავარაუდო ოთხივე მონაწილის დაკავების შესახებ მოახსენა.
0
0