
გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ისაუბრა. მან შეაფასა ღარიბაშვილის მიერ გუშინ „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუ.
“შედეგი დადებულია, რაც ჩვენმა ახალგაზრდობამ გააკეთა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაცია. ველოდებოდი ამას, ხშირად მითქვამს, ბიძინა ივანიშვილი დარტყმას მიიღებს მოსახლეობის იმ ფენიდან, რომლისგანაც არ ელის – მეთქი. ეს არის თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობა, მოსეს თაობა, უდაბნოს თაობა.
ღარიბაშვილი კლოუნადაა ქცეული. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგებაში მიცემა. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა აქვს ამ კაცს დაშავებული. ღარიბაშვილი მოიტანს ცნობას ფსიქიატრიულიდან, რომელიც არ იქნება გაყალბებული და ციხის მაგიერ წავა საგიჟეთში. ხომ ნახეთ რეაებს ბოდავდა გუშინ, გარდა სატანისტებისა იქ იყვნენ მიტინგზე მაჯლაჯუნები. ირაკლი, ხისთავიანო, იქ მაჯლაჯუნებიც ვერ დაინახეთ? – მიგაკლავს ბიძინა პოლიტიკურად.
დავით სერგეენკო ყოვველთვის წესიერი ადამიანი იყო და ყოველთვის სიმპათიებს იწვევდა და საინტერესოა, რატომ არ დაუჭირა მან რუსულ კანონს მხარი. ასევე ჩაჩიბაიამ, რომელიც დასავლური სამხედრო სკოლის პროდუქტია. მე ასე მგონია, რომ სერგეენკო გადანახული კარტია. როცა უკრაინელი ჯარების წარმატება ცხადზე უცხადესი იქნება, პაპუაშვილს გაუშვებს ბიძინა და მოიყვანს სერგეენკოს პარლამენტის თავჯდომარედ და ღარიბაშვილის ადგილას კუჭავას დააბრუნებს ან თავის ადვოკატს ვიქტორ ყიფიანს და დაიწყებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას.
ბიძინა ყოველთვის იტოვებს სათადარიგო ბილიკს. დავით სერგეენკო არის პოლიტიკურად ქალწული და მოიყვანს პარლამენტის თავჯდომარედ. სომხურ მედიასთან ჰქონდა ინტერვიუ ვიქტორ ყიფიანს და დაგმო უმრავლესობა.
გუშინ ღარიბაშვილზე ვიმხიარულე. მე გავაფრთხილე “ქოცების” ამომრჩეველი, რომ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული უფსკრული ელოდებათ. უნდა დავეხმაროთ, რომ არ გაგიჟდნენ, ზოგმა შიშველმა არ დაიწყოს სირბილი. სულ არ მიხარია ეს. რადგან ჩვენი სისხლი და ხორცი არიან უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან. ყველაზე დიდი მაგინებლები ბიძინასი ეგენი გახდებიან. მკითხავი კი არ ვარ. “ქოცები” არიან შეშინებულები მარგო სიმონიანი დაგვესხმევა თავზეო. ჩვენ წინაპრებს სელჩუკების არ ეშინოდათ და ამათ მარგო სიმონიანის ეშინიათ.
როგორც 9 აპრილის მედროშე ქალმა დამოუკიდებლად მოგვიტანა სიმბოლურად, ისე მოგვიტანს ევროკავშირს ის დროშიანი ქალი, მიტინგზე რომ იდგა. ისე მიდის საქმე, რომ ბიძინა გამოვა წელსზევით შიშველი უკრაინის დიდი დროშის სვირინგით, ასე იქნება, აგერ ნახავთ. რასაც იზამს ეს ვიცი დანამდვილებით. ჩემთვის სასიგნალო იყო მისი ძვირფასი ადვოკატის ინტერვიუ, რომელშიც დაგმო ხელისუფლება.
ბიძინას აქვს ლაბორატორია, სადაც ექსპერიმენტებს ატარებს, ახლა დახურავს ამ პროექტს რასაც ჰქვია უმრავლესობა. ძალიან მეცოდებიან ეს ადამიანები, გინდა ღმერთისთვის გიღალატია, გინდა ქვეყნისთვის. არ იყო ის ქვეყნის ღალატი, რაც მაგათ ჩაიდინეს? ბიძინა თავს გადაირჩენს და ამათი ნაწილი ციხეში წავა და მეორე ნაწილი მოღალატის სტატუსით იცხოვრებს.
გუშინ რეპრესიები დაგვიანონსა ირაკლიმ. ირაკლი, შე ხისთავიანო, ერთ ბავშვს დაიჭერ და უფრო მალე დამთავრდება ეს პროცესი ვიდრე შენ გგონია. ისე ნუ იზამ, რომ ცვლილებების ერთადერთი მსხვერპლი შენ აღმოჩნდე” , – განაცხადა სანიკიძემ.
0
0
უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება
13/05/2025