
დამერწმუნეთ, სასამართლოს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი გაცემული. შესაბამისად, სასამართლომ სწორედ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც იყო სადავო და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებს არ გასცდენია. ვფიქრობ, საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია ჩვენი სამართლებრივი პოზიცია, უმრავლესობის პოზიციას ვგულისხმობ." - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ განაცხადა,
"რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა განსხვავებული აზრი, თუმცა ჯერ არ მინახავს და ვნახავთ. კონსტიტუციის უზენაესობა და პრინციპი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების განაწილების პრინციპს, დაცულია სწორედ ამ გადაწყვეტილებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს ამ თუ იმ ქმედებას, ძალიან არასწორია კითხვა - ეს სტატუსს შეუშლის თუ არა ხელს. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირისკენ გზა ნამდვილად გადის კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე. ის ყველამ უნდა დაიცვას," - განაცხადა მანანა კობახიძე.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.
გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამასთან, როგორც მერაბ ტურავამ განაცხადა, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.
0
0