
“მოქალაქეების” ლიდერი ალეკოალისაშვილიგამოეხმაურა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოემხაურა:
„ჯერ ერთი, ეს ვინ დაუშვა რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ხატზე სტალინს რა უნდა. მერე კიდევ, თვითონ მატრონა მოსკოველის ხატი რატომ უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარ ტაძარში? მაკრონაა თუ მატრონა, ვინ არის? არ დამეზარა და უამრავი რაღაც წავიკითხე. ეს ქალი იყო მკითხავი, ოკულტიზმის მიმდევარი იყო. კანონიზაციის კომისიაში ვისაც ნამუსი ჰქონდა, ეს ყველამ თქვა. მართლმადიდებლობისთვის ხომ მკითხაობა, მჩხიბაობა და ოკულტიზმი მიუღებელია? მკრეხელი როგორ შეიძლება იყოს[წმინდანი], მით უმეტეს ვიღაც მაკრონა მოსკოველი. რა უნდა სამებაში მის ხატს, ქართველი წმინდანი აღარ გვყავს? ეს ჩემთვის, როგორც ქართველისთვის იყო შეურაცხყოფა საქართველოს ეკლესიის მხრიდან და კარგად დაფიქრდნენ ხოლმე ეკლესიაში. ჩვენ თუ გვაქვს რაღაც ვალდებულებები, მათაც აქვთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
0
0