“ამას დროებითი მთავრობა უნდა იმიტომ, რომ საარჩევნო არითმეტიკით, საკუთარ თავს აბსოლუტურ მმართველად ვერ ხედავს და სულთნობას ეპოტინება." - ასე ეხმაურება პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დროებითი მთავრობის შესახებ.
"ამას დროებითი მთავრობა უნდა იმიტომ, რომ საარჩევნო არითმეტიკით, საკუთარ თავს აბსოლუტურ მმართველად ვერ ხედავს და სულთნობას ეპოტინება.
ყველა, ვინც დროებით მთავრობაზე ისაუბრებს, ნაცვლად არჩევნებისა - პროცესის ხალხისთვის წართმევას და მოხტომას ცდილობს.
დაიმახსოვრეთ, რომ მონსტრს ორი თავი აქვს და მეორე თავი ესაა.
პროცესი წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ მონსტრის ორივე თავი მოიჭრება." - წერს ჩერგოლეიშვილი
0
0
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/06/2026