
ნიკოს, რომელსაც სპასტიური დიპლეგია ჰიდროცელეს დიაგნოზი დაუსვეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ოჯახს მკურნალობისთვის 50 000 დოლარის შეგროვება სჭირდება.
“გთხოვთ, არ გაატაროთ ეს პოსტი!
ჩათვალეთ, რომ გთხოვთ პირადად, ყველას, ვინც მიცნობთ, არ მიცნობთ. ვისაც გჯერათ, ტყუილად არ დავწერ ასეთ რამეს
აი, ამ პატარა წერტილს, ამ მანათობელ ვარსკვლავს და ჩემი მეგობრის შვილს – ნიკოს, ჩვენი დახმარება სჭირდება. საქმე კი ასეა:
მისი დიაგნოზია სპასტიური დიპლეგია ჰიდროცელე, დაუზუსტებელი სპასტიური ცერებრული დამბლა. სასწრაფოდ არის საჭირო თურქეთში acibadem -ის კლინიკაში სელექციური დორსალური რიზოტომის ოპერაციის ჩატარება.
ოპერაციის ღირებულება 25 000 დოლარია. შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭიროა 5000 $. სულ 30 000 $.
ოჯახი უკვე თურქეთშია. გამოკვლევებისთვის ჩავიდნენ და დატოვეს, რადგან ოპერაცია გადაუდებლად ჩათვალეს.
დრო გვაქვს ძალიან ცოტა, ამიტომ ძალიან გთხოვთ, როგორც არაერთხელ გაგვიკეთებია, არაერთი ადამიანი გადაგვირჩენია, ეს ვარსკვლავიც გადავარჩინოთ.
ერთი ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია!
საქართველოს ბანკი #GE11BG0000000757910500
თიბისი ბანკი #GE67TB7022045061100032
მიმღები: გვანცა გრიგალაშვილი (დედა) “,- წერს სოციალურ ქსელში კატო ჯავახიშვილი.
0
0