
ბავშვებს, რომლებიც 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე "დინამო არენაზე" 5 საათით ადრე შეიპარნენ, „დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, ფინალის ბილეთები აჩუქა.
“ნახევარფინალის უსაყვარლესი გმირები დინამოს პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, ფინალის ბილეთებით დაასაჩუქრა” - წერს კლუბი “დინამო” სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
ორი ზურგჩანთიანი სკოლის მოსწავლე საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის სანახავად „დინამო არენაზე“ გისოსებიდან თამაშის დაწყებამდე 5 საათით ადრე შეიპარა. კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და საბოლოოდ, ბიჭების პოვნა მოხერხდა.
0
0
უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა
22/04/2026