
სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კუს ტბაზე ძაღლები დღესაც დახოცეს.
“დღესაც დახოცეს კუს ტბაზე ძაღლები… 7 ლეკვია მკვდარი და დიდი ძაღლები.
ექსპერტიზამ საწამლავი დაადგინა.
ამიტომ!
კვირას, 18 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტთთან!
ან ყველა ერთად ვიმარჯვებთ, კანონს ვამკაცრებთ და ვსჯით მათ!!!!! ან ვმარცხდებით მოძალადეების წინაშე.
18 ივნისის აქციაზე:
1. არანაირი ორგანიზაციის სახელით არ მოხდება ხელმოწერები პეტიციაზე. ხელმოწერები იქნება თქვენი, მოქალაქეების სახელით !
2. აქციაზე ყველას ექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების და პოზიციის გამოხატვის თავისუფლება!
3. მოვითხოვთ მოძალადეების დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიცემას!
4. პარლამენტს მივცემთ ერთკვირიან ვადას ! (ამის თაობაზე აქციაზე ვიტყვით)
5. დავიწყებთ მსვლელობას (თუ რა მიმართულებით, ამასაც იქ გავაჟღერებთ)” - წერს კაჭკაჭიშვილი.
0
0