-share.jpg)
“დავით დარჩიაშვილი არის ნაცების მორალური სახე - ავადმყოფი, რომელსაც სინანულის გრძნობა არ აქვს, თავისი ბანდის წევრების დანაშაულს დანაშაულად არ აღიქვამს და გარდაცვლილის შეურაცხყოფა, გარდაცვლილზე სიტყვიერი ძალადობა სიამოვნებას ანიჭებს”, ამის შესახებ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე წერს, რომელიც ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა:
„ჯერ სახლიდან მოიტაცეს, შემდეგ სასტიკად აწამეს, დაულეწეს ძვლები, სახსრები და ბოლოს ორმოცი ტყვია დაახალეს, აქედან 28 გულმკერდის არეში დააჭედეს...
არ მისცეს საშუალება სასამართლოს წინაშე დაეცვა თავისი სიმართლე.
წლების განმავლობაში ტანჯვასა და ვაებაში ამყოფეს მისი ოჯახი. ხმას არ აღებინებდნენ, დევნიდნენ, ატერორებდნენ, ახლობლებთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევდნენ, საარსებო წყაროებს უსპობდნენ... ტელევიზიით გამოდიოდნენ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ოჯახის გარდაცვლილ უფროსს მოღალატედ და ბარიგად აცხადებდნენ.
და დღეს უკვე გარდაცვლილზე ძალადობენ, საფლავში აფურთხებენ... რომ კითხოთ დემოკრატები და ლიბერალები არიან... საქმე საქმეზე რომ მიდგება, ადამიანის (თუნდაც დამნაშავის) წამებას და დახვრეტას დასაშვებად მიიჩნევენ.
დავით დარჩიაშვილი არის ნაცების მორალური სახე - ავადმყოფი, რომელსაც სინანულის გრძნობა არ აქვს, თავისი ბანდის წევრების დანაშაულს დანაშაულად არ აღიქვამს და გარდაცვლილის შეურაცხყოფა, გარდაცვლილზე სიტყვიერი ძალადობა სიამოვნებას ანიჭებს.
P.S. შემირცხვენია ის მთავრობა, რომელიც საქმეების გამოძიებას ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ იწყებს“ - წერს ლევან ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა დაწერა:
„შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?", - წერს დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული.
0
0