“დაღუპვამდე 7 მებრძოლი გადაარჩინა... "შენ ხარ ვენახის" ღიღინით...“ - რას წერენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე
A-
+A

უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ცნობილია მისი ვინაობაც - ეს ოფიცერი ირაკლი ქურციკიძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის საარტილერიო იერიშის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლები უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავდა. მან დაღუპვამდე 7 მებრძოლის გადარჩენა შეძლო.
„თანამებრძოლები გადაარჩინა, თან გასამხნევებლად, „შენ ხარ ვენახის“ ღიღინით“, აცხადებენ მეგობრები.
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე კი წერს, რომ ირაკლი ქურციკიძე, ბრძოლის ველზე 2 დღის წინ დაიღუპა, თუმცა ვინაიდან ოჯახმა ამ ტრაგედიის შესახებ ჯერ არაფერი იცოდა, ქურციკიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მხოლოდ გუშინ გავრცელდა.
ცნობისთვის, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში უკვე 50-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
0
0
416
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%