
არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ ნანა ჯანელიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
„ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მას მერე, რაც ომის ვეტერანებმა, ომში დაღუპული გმირების დედებმა და ოჯახის წევრებმა განიცადეს უზარმაზარი ტკივილი და შეურაცხყოფა ნანა ჯანელიძის ფილმის "იარე ლიზა" ნახვისას, გადავწყვიტეთ, ჩვენი არასამთავრობოს სახელით, ასევე, ომში დაღუპულთა და უგზო- უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ორგანიზაციის სახელით შევიტანოთ სარჩელი და მოვითხოვოთ რუსული პროპაგანდისტული იდეოლოგიით გაჯერებული, დაღუპული გმირების თუ ცოცხალი ვეტერანების შეურაცხმყოფელი ფილმი იქნას ამოღებული ჩვენებიდან და ფილმის რეჟისორს, სცენარისტს და ყველა მას, ვინაც შეგნებულად ავრცელებს ქართველი მეომრების მიმართ, რომლებიც რუსული თუ სეპარატისტული ოკუპაციისგან იცავდა საქართველოს აფხაზეთს, ცილისწამებას და თავს უფლებას აძლევენ შეურაცხყონ ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნა, სასამართლოს წესით დაჯარიმდნენ სოლიდური თანხით“ - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის ფეისბუკ-გვერდზე.
0
0