დიზაინერი, ზაალიკო ბერგერი, რომელსაც კუჭის გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა დაა ამჟამადაც საავადმყოფოში იყოფება, ამბები.ჯი-სთან მის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
– გადავრჩი… 8 იანვარს დილიდან არაფერი მტკიოდა, მაგრამ სამუშაოდან რომ დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ გულში და მხარში რაღაც მეტკინა, მეგონა, სიცივისგან ჭვალი მქონდა. ავდექი და ტკვილგამაყუჩებელი დავლიე, რის შემდეგაც, უარესი დამემართა, თითქოს ხანჯალი დაგარტყესო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კუჭი გამისკდა.
– საავადმყოფოში ალბათ სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაგიყვანათ?
– შინ მარტო ვიყავი. ჯერ ვერც მივხვდი, რა მჭირდა, არ ვიცი, ეს ტკივილი ყოფილა ჩემს მტერს და ავს. მეგობარს დავურეკე, როდესაც მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. იქამდე კარი ღია დავტოვე. ხუთ წუთში ჩემთან იყო, მაგრამ საცობების გამო სასწრაფო ვერ მოდიოდა. ბოლოს მეცხრე საავადმყოფოში – ჯამარაულის კლინიკაში მანქანით მეგობარმა მომიყვანა.
– რამ გამოიწვია ზალიკო კუჭის გახეთქვა?
აღმოჩნდა, რომ თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლულიც მქონია. ცოტა მაწუხებდა ხოლმე, მაგრამ ისე არა, რომ რამე საგანგაშო მგონებოდა. თურმე ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციო.
– ახლა ისევ კლინიკაში რჩებით?
– დიახ, დღეს-ხვალ გამწერენ. ყველაფერი აკრძალული მაქვს. არაფერი არ შეიძლება, ნულპროცენტიან ხაჭოს ვჭამ. არც სასმელი, ეგ კი არა, იმას ვფიქრობ, ბულიონს როდის დავლევ…
– აქამდე არასოდეს შეუწუხებიხართ კუჭს?
– არა, მხოლოდ დისკომფორტის დონეზე, ისიც ხანდახან. მაშინაც ვამბობდი, რომ შეიძლებოდა რაღაც მეჭამა და იმის ბრალი ყოფილიყო. ღმერთის მადლით გადავრჩი, ჩემი მეგობრებიც მალე მოვიდნენ. დედაჩემს რომ დავურეკე, კინაღამ გული გაუსკდა.
– ამ დღეებში დაწერეთ პოსტი, რომ მატრონა მოსკოველის ხატმა გადაგარჩინათ…
– მე ძალიან მიყვარს წმინდა მატრონა, არ ვიცი, ვინ რამდენად გარკვეულია მის ძალაში. წმინდა მატრონა იმდენად დიდებული წმინდანია, რომ ყველას მფარველობს. ის რაღაც რომ მოხდა, სპეციალურად დავწერე, წმინდა მატრონას ვუხდი მადლობა ჩემი გადარჩენისთვის – მეთქი. მისი ბევრი ხატი მაქვს ორივე სახლში, “ცუდად რომ ვიყავი, ვყვიროდი, წმინდა მატრონა, დამეხმარე – მეთქი“. არ ვიცი, ეს სტალინი და რაღაცა, მაგრამ წმინდა მატრონას მადლი გფარავდეთ ყველას.
ambebi.ge
0
0