
„ჩვენ ვერ მოვახდენთ საკეისრო კვეთების ჩატარების წახალისებას, სახელმწიფო სწორად, ჩვენებით ჩატარებულ საკეისრო კვეთასა და მშობიარობას სრულად დააფინანსებს, თუმცა თუ პაციენტს სურვილი აქვს ისარგებლოს ე.წ. vip პალატის მომსახურებით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ ძვირად ღირებული 3000-დან 5000 ლარამდე შეიძლება იყოს, მას შეუძლია გამოეთიშოს პროგრამას ერთჯერადად და თავისი ხარჯებით სრულად დააფინანსოს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა.
მინისტრი განმარტავს, რომ თუ მშობიარეს აქვს სურვილი ე.წ. vip მომსახურებით ისარგებლოს შეუძლია, სურვილისამებრ, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და მომსახურების საფასური სრულად გადაიხადოს.
„ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს ცუდი ტენდენცია, მშობიარობების , საშუალოდ, 55-60% საკეისრო კვეთის საშუალებით ხდება, აქედან დიდი ნაწილი არის ე.წ. ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთა, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ქმნის დემოგრაფიულ პრობლემებს, რადგან შემდგომი მშობიარობები დაკავშირებულია გართულებებთან“. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს.
0
0