
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„ვიცოდი, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის რეალური მიზეზი კანონი არ იყო. კანონი რომ არ ყოფილიყო, სხვა მიზეზს მოიფიქრებდნენ და გაზაფხულზე შემოტევა ექნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და იმ რადიკალებს, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან.
მე ყოველთვის თავს ვარიდებდი, ხანდახან არც მივდიოდი ეთერებში, დუმილს ვარჩევდი და ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები გამოსწორდნენ, რაღაც კოჰაბიტაციაა და ქვეყნის მომავლისა და იმისთვის, რომ ჩემს შვილს უკეთეს საქართველოში ეცხოვრა, მინდოდა, ეს ყველაფერი დამევიწყებინა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა. როგორმე დაამხონ ხელისუფლება და ვინ მოდის? რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა - ამათი სცენარი რომ განვავითაროთ, თორემ ეს რეალურად არ მოხდება. აი, ვინ მოდის ხელისუფლებაში - ნიკა გვარამია და ეს მოძალადე ფაშისტები, „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოში ისევ გიორგი ზერეკიძეები, ბუტა რობაქიძეები და ისევ გირგვლიანები უნდა იყვნენ?!“, - განაცხადა ზერეკიძემ.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025