
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა. კაცი სარგებლობდა იმით, რომ ბავშვის მშობლები დღის განმავლობაში მუშაობდნენ და შვილიშვილი მასთან რჩებოდა.
მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი:
“ბავშვს უშნოდ ეთამაშებოდაო, ამ მიზეზით დაუჭერიათ ბაბუა” - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ამ შემზარავი ამბის შესახებ.
კიდევ ერთი მეზობელი კი ამბობს, რომ გოგონა მეხუთე კლასში იქნება: “მარტო ეს 1 შვილი ჰყავს დედამისს. დედამ მოიყვანა პოლიცია და თავზე დააყენაო…”
მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ შვილიშვილზე მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა.
ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. 9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.
0
0