
ახლა გაჩერება არ შეიძლება, ან ამ ქვეყანას ვაბარებთ რუსეთს ან არ ვჩერდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხუთშაბათსაც გაიგოს ხელისუფლებამ საზოგადოების ხმა.
„ხუთშაბათს გამოდის ორივე რუსული კანონპროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხუთშაბათსაც ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა, ახლა გაჩერება არ შეიძლება, ან ამ ქვეყანას ვაბარებთ რუსეთს ან არ ვჩერდებით. ბიუროზე ვერც ერთ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხი ვერ გაგვცა. თითქოს ისტერიაში ყველა, ჩვენც და მთელი მსოფლიოც, თითქოს პროპაგანდაა ის, რომ სტიგმატიზაცია უნდათ ადამიანების. ეშინიათ, ეს არის შიში, როცა ადამიანებს ასე უზღუდავენ გადაადგილებას პარლამენტში. არ გავჩერდეთ, ვიქნებით ყველგან, ვიბრძოლებთ ყველასთან ერთად, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გარეთ არის და ამბობს, რომ უნდა ვისწრაფოდეთ ევროპისკენ და ეს არის რუსული კანონი,"- განაცხადა დეკანოიძემ.
0
0