
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და დაწერა:
„ისტორიული კანონზომიერებაა, რომ უნგრეთის პრემიერი – ვიქტორ ორბანი- ისეთივე გულით საყვარელი ადამიანია ქართველებისთვის, როგორც მისი თანამემალულე დიდი პოეტი – შანდორ პეტეფი!
“ მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი”… საქართველოში, ეს ლექსი, ქართველი პოეტის ჰგონიათ.🙏🏼 არა და, უნგრეთის თავისუფლებისათვის მებრძოლმა, სიყვარულითა და პატრიოტიზმით სისხლით- ხორცამდე გაჟღენთილმა, უდიდესმა უნგრელმა პოეტმა
დაწერა!
მე-9 კლასში, შრომითი სემესტრის დროს, კახეთში, პომიდვრის ჩითილების დარგვისგან დაოსებულები ბალახებში მივეყარეთ… იქვე იყვნენ “ მიყრილები” უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მოკლედ, ჩემი ლექსი წავიკითხე, მერე ვიმღერეთ, მერე ბევრი ვიცინეთ…
მეორე დღეს, ერთმა სიმპატიურმა სტუდენტმა ბიჭმა ლექსების კრებული მაჩუქა. -“ შენ მაგრად მოგეწონებაო”… ერთ თვეში შანდორ პეტეფის ყველა ლექსი ზეპირად ვიცოდი. ის ჩემი იყო… ძალიან ჩემი… ეჰ… და ვინ იცის, მას შემდეგ, რამდენმა ამიხსნა სიყვარული პეტეფისგან ნასესხები გრძნობებით…♥️🙏🏼
აი ასეა, ის ქვეყნები, სადაც სიყვარულს და სამშობლოს პოეტები ეწირებიან, ვერასოდეს დამარცხდებიან!
ჩემი დიდი პატივისცემა შამდორ პეტეფის სამშობლოს ღირსეულ პრემიერს- ვიქტორ ორბანს!
ჩემი მადლიერება საქართველოს ღირსეულ პრემიერს- ირაკლი ღარიბაშვილს!
ასეა, ეთნოცნობიერება არქეტიპებს ვერსად გაექცევა!“ - წერს ხოფერია.
როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიქტორ ორბანი და მისი მეუღლე ანიკო ლევაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა გააცილეს. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025