-share.jpg)
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემს ოჯახს აბრალებდნენ და აბრალებენ რომ:
1. ტრადიციებს ართმევდა მიშა სააკაშვილს და ყველაფერ ქართულს დასცინოდა
2. მოლაშვილს აწამებდა
3. ციხეში პატიმრების ჩახოცვის ბრძანებას გასცემდა;
4. ომის დროს გაიქცა (ეს ყველაზე საზიზღარია ისეთებისთვის, ვინც არასოდეს არაფრისგან გავქცეულვართ – ბავშვობაში თუ კვიცს არ ჩავთვლით);
5. ფასადების ღებვის ბიზნესს “ვკრიშავდით”;
6. შენობებს ვანგრევდით და ხალხს ვხოცავდით;
7. ეკლესიებს ვარბევდით;
8. რაღაც “ნაღდ ფულს” ვიპარავდით;
9. ბიძინას შევეკარით;
10. მარჯანიშვილის გამზირის რემონტის ტენდერებს ვიგებდით;
11. არმატურის ბიზნესს ვმფარველობდით …. ;
12. ვფლობდით ბარამბოს;
ეს არასრული სიაა აბსოლუტური ცილისწამებებისა, რასაც ქოცები, ნაცები და მათთან გათანაბრებული არარაობები ჩვენი ოჯახის მიმართ ისროდნენ.
მე ვერ წარმომიდგენია ნორმალური, პატიოსანი და გონიერი ადამიანი, რომელსაც ცილისწამება საკუთარ ტყავზე გამოუცდია, იცის რა საზიზღრობაა და იგივეს იკდრებს თუნდაც მოსისხლე მტრის მიმართ.
ანუ არავინ ხართ პატიოსანი, ნორმალური და გონიერი, ვისაც შეგიძლიათ ადამიანს ხელაღებით დააბრალოთ, რომ შეგნებულად ხალხი დამარხა.
თქვენ გინდათ თქვენი შვილებიც ამ ტალახში გაზარდოთ.
საკუთარი შვილების მტრები ხართ.
თქვენი მენტალიტეტი მარგინალურად უნდა იქცეს.” - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
0
0