
ისტორიული კანონზომიერება მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც სისტემა ასეთ ქმედებებზე გადადის, ეს არის ბოლო აგონიური გაბრძოლება, რაც საბოლოო ჯამში უცილობელი “კრახით” სრულდება… - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფაშიშესაძლო დაღუპვის შესახებ.
ამ ომის დასრულების ერთადერთი ლოგიკური შესაძლებლობაა პუტინის დასუსტება იმდენად, რომ შიდა რუსული გაგებით დაინგრეს მისი უძლეველობის მითი, რაზეც ფაქტიურად დგას სისტემა.
პრიგოჟინის ე.წ. მარში მოსკოვზე, ამ მიმართულებით გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო. ბუნებრივია, ამან საკმარისად დააფრთხო კრემლი იმისთვის, რომ რადიკალურად გადაეჭრა ეს პრობლემა, მოეხდინა ძალის დემონსტრირება.
ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პოტენციურად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო გადატრიალებაში - “არ გაბედოთ განძრევა, ყველას მოგწვდებით”…
მეორეს მხრივ, ისტორიული კანონზომიერება მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც სისტემა ასეთ ქმედებებზე გადადის, ეს არის ბოლო აგონიური გაბრძოლება, რაც საბოლოო ჯამში უცილობელი “კრახით” სრულდება… - წერს გია ხუხაშვილი.
0
0