
2 წლის ბავშვი, რომელზეც სისტემატიურად ფიზიკურად ძალადობდნენ ამჟამად თბილისში, "ჯეო ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმები ადასტურებენ, რომ მცირეწლოვანს სხეულზე მრავლობითი დამწვრობა, მუცლის ღრუში სითხე და ანემია აღმოაჩნდა.
"მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა რიგი კლინიკოლაბორატორიული კვლევები, გამოვლინდა ანემია და კუაგულოპათია. მიმდინარეობს მკურნალობა. ჩატარებული კვლევებით მუცლის ღრუსა და პლევრის ღრუში აღენიშნება სითხე. გრძელდება ინტენსიური მონიტორინგი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო. გარეგანად აღენიშნება კანის მრავლობითი დაზიანებები, რომელიც ქირურგის მიერ იქნა დამუშავებული",- ამბობს ექიმი.
ცნობისთვის, პოლიციამ გურჯაანში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მცირეწლოვნის მამა დააკავა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
0
0