
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის გამოსვლას გამოეხმურა და დაწერა:
"მოუსმინეთ ყურადღებით რა იკადრა?! ახსნა სჭირდება?
აი ესაა უზრდელობის, ამორალურობის, თავხედობის განსახიერება. "ლელო", თქვენ რეაქცია არ გექნებათ, არც ე.წ. ენჯეოებს.პოპულისტობთ, უწიგნურობას ამჟღავნებთ, ბოღმისგან ლამის სკდებით, მიკროფონებს ამტვრევთ, მენტორული და სიძულვილით გაჟღენთილი ტონით ლაპარაკობთ, ესაა თქვენი სტილი, კოლექტიური ნაცმოძრაობის. კვალიფიციური კრიტიკა არ შეგიძლიათ, კვალიფიკაციის და ინტელექტის უქონლობის გამო. ინტელექტის მქონე ასეთს არ კადრულობს.
მაგრამ თავხედობას და ამორალურობას ხომ აქვს ზღვარი?! შვილზე ასეთი რამ პარლამენტის ტრიბუნიდან როგორ უნდა იკადროს ადამიანმა?! თუმცა სად გაქვთ ადამიანობა?!
გადაბირებული და გადასხვაფერებულები თქვენ ხართ. გეტყობოდათ დღეს. ლგბტ თემაზე ლამის შემოიხიეთ ტანსაცმელიც და იოგებიც.
ასეთ სამარცხვინო და ამორალურ გამოსვლას ვერ ვიხსენებ", წერს ამირან სალუქვაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა:
“ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილი აშშ-ში ისწავლის. ვიცი, რომ სწავლას პენსილვანიის უნივერსიტეტში გააგრძელებს. ძალიან მიხარია… მაგრამ, იცით თუა რა, რომ ეს უნივერსიტეტი ლგბტ საკითხების მიმართ ყველაზე მეგობრულია? ხომ არ გეშინიათ, რომ თქვენს შვილს გადაიბირებენ იქ… არ გიფიქრიათ ამაზე?” - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
0
0