18/04/2024
18:31
პოლიტიკა
„დათმობებზე წასვლა შესაძლოა გვიანი იყოს - ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა შემოეტანათ, მაგრამ რადგან შემოიტანეს, ბოლომდე უნდა მიიტანონ.“ -ამის შესახებ რადიო “სივრცის” ეთერში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
მისი თქნით, კანონპროექტის თაროზე შემოდება არ არის კარგი ვარიანტი.
„როგორც კი თაროზე შემოიდება, ის ვინც ახლა იბრძვის, იტყვის, რომ “გააფარჩაკეს ხელისუფლება”. ვინც გარედან გაკრიტიკებს, ჩათვლის რომ “გაფარჩაკებულია” ხელისუფლება და რატომ გვინდა “გაფარჩაკებული” დამცირებული ხელისუფლება იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენც ვცვხოვრობთ. ეს ხომ ჩვენი დამცირებაც იქნება? დათმობებზე წასვლა შესაძლოა გვიანი იყოს. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა შემოეტანათ, მაგრამ რადგან შემოიტანეს, ბოლომდე უნდა მიიტანონ". - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ “სივრცის” ეთერში.
0
0