“აივანი არავის დაუჯავშნავს როგორც ვიცი, აამიტომ დაგასწარით ჩემია” – ბუდუ ზივზივაძის მამის სახალისო გამოხმაურება.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ, გულშემატკივრები, რომლებიც გერმანიაში ქართველი ფეხბურთელების მხარდასაჭერად აპირებენ ჩასვლას, საკუთარ სახლში დაპატიჟა.
"დიდი სახლი არ მაქვს მაქვს, მაგრამ არ არის პრობლემა, შემიძლია მისაღები ოთახი... მივწიმოვწიო რაღაცები და ლეიბები დავაფინო. შეუძლიათ დარჩნენ ჩემთან,. მაგ დროს მე არ ვიქნები, ალბათ შეკრებაზე ვიქნები სასტუმროში ნაკრებთან ერთად. ამიტომ, მაგ საკითხზე ჩემ ოჯახთან ერთ უნდა გაიარონ კონსულტაციები," განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
ამ განცხადების შემდეგ კი დღეს უკვე გამოჩნდა ბუდუს სახალისო პოსტერები - “დივანი გაყიდულია…” ანუ, თავისუფალი ადგილები სახლში “აღარ აქვს”.
ამ აჟიოტაჟს აჰყვა ფეხბურთელის მამაც. კახა ზივზივაძემ ადგილი აივანზე “დაჯავშნა”.
0
0