-share.jpg)
მე არ ვიცი საერთოდ სამუშაო ჯგუფი იმუშავებს თუ არა, მაგრამ რასაც დაარქმევენ სამუშოა ჯგუფს, მე იმ შეხვედრას დავესწრები, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ახლა არანაირი კითხვები არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, სინამდვილეში ჩვენ ამ 9 პუნქტის შესრულება თუ გვინდა, ჯერ არჩევნები უნდა ჩავატაროთ წესიერად და ახალ პოლიტიკურ რეალობაში შევუდგეთ ამას. არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ამ 9 პუნქტს ისეაივე წარმატებით შევასრულებთ, როგორც წინა 12 შევასრულეთ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
საქართველოში ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა.
ელჩს იმედი აქვს, რომ ევრო ინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმების განხორციელებაში ყველა მხარე თანაბრად ჩაერთვება.
0
0