საინფორმაციო სააგენტომ „ჯემნიუსი“ საკუთარი ფეისბუქ-გვერდიდან 28 მაისს განთავსებული ვიდეო წაშალა. „ქრონიკამ“ „ჯემნიუსს“ კითხვებით მიმართა, მათ შორის, რა მიზანს ემსახურებოდა ძალადობრივი შინაარსის ვიდეოს გავრცელება.
საინფორმაციო სააგენტოში განმარტეს, რომ „ჯემნიუსის“ რედაქციის მიერ წარწერა განსხვავებულად იქნა წაკითხული, ამიტომ სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ვიდეო ფეისბუქ გვერდიდან წაშალოს. სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა.
„28 მაისს, JAMnews-ის ფეისბუქ-გვერდზე იყო განთავსებული ვიდეო, სადაც ჩანდა ვახუშტის ხიდზე, საჯარო სივრცეში გაკეთებული წარწერა/სტენსილი: “84 მოღალატე – 84 ტყვია კეფაში”. JAMnews-ის რედაქციის მიერ ტექსტი წაკითხულ იქნა როგორც “84 ტყვია ნასროლი არა დეპუტატების მიმართ, არამედ პირიქით – 84 დეპუტატის მხრიდან ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივად (კეფაში/ზურგში) ნასროლი”.
ვინაიდან წარწერის შინაარსი განსხვავებულად იქნა წაკითხული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვიდეოს ფეისბუქ-გვერდიდან წაშლის შესახებ.
გვინდა განვაცხადოთ, რომ JAMnews-ი ცალსახად გმობს და ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას და ხაზს უსვამს, რომ ვიდეოს ატვირთვა წარწერის შინაარსის განსხვავებულად წაკითხვამ გამოიწვია:, - წერია სააგენტოს განცხადებაში.
0
0
25 მარტს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
21/03/2025