‘’არმიამ’’ საქართველოს ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზური მოიპოვა.
‘’არმიელებმა’’ განმეორებით მატჩში, დღეს, ფოთში, რაგბის სტადიონზე ‘’პარკ არენა‘’, ოზურგეთის ‘’არწივები’’ დამაჯერებელი ანგარიშით 23:6 დაამარცხეს და 2024-25 წლიდან დიდი 10- ში იასპარეზებენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს "არმიელებს" ამ მნიშვნელოვანგამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
0
0
კოლუმბიის პრეზიდენტმა ტრამპს "ჰიტლერი" უწოდა
05/01/2026