
ჯანსაღი კრიტიკა და კონსტრუქციული ოპოზიცია ნებისმიერი ხელისუფლების უკეთესი მუშაობისთვის საჭიროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში არ არის იმ პარტიის ადგილი, რომელიც დესტრუქციას ემსახურება
„ოპოზიციური პარტიების მხრიდან კონსტრუქციულ კრიტიკას მივესალმებით, მაგრამ იმ დროს, როცა დესტრუქცია მოდის ამა თუ იმ პარტიის მხრიდან, სახელმწიფოს განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პარტია, რომელიც დესტრუქციას ემსახურება, მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ეს არის სწორედ განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვას ვითხოვთ“, – აღნიშნა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს.
0
0