ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნეს
22/01/2025
16:35
სამართალი
A-
+A
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მასზე ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ დღეს გადასცეს.
„დღეს გადმომეცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება,“ - აღნიშნა ქორიძემ.
ცნობისთვის, ზვიად ქორიძის განცხადებით, მას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს. მომხდარის დეტალებზე საუბრისას, ქორიძემ განაცხადა, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია. ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.
0
0
70
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%