13/11/2021
11:04
საზოგადოება
“ამდენი ხანია ვუსმენ ამ სამარცხვინო განცხადებებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებით.ვის ეშინია გორის ჰოსპიტალში დაწოლა, ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც თავი უშიშრად მოაქვს?ჯერ ერთი, გორში არავის გადაჰყავს. მიზეზს აღარ ავხსნი.მეორე, გორში გადაყვანა თავად უნდა უნდა ეთხოვა, როგორც ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს, გთხოვ პატივი დამდოთ, პატივი დამდოთ, და გორში გადამიყვანეთო.მესამე, 4 კილომეტრში კი არა, ზედ საოკუპაციო ზოლთან, ათასობით ადამიანი ცხოვრობს, მისი მმართველობოდან დღემდე. მათ რა ქნან, 2008 წლის შემოდგომიდან დღემდე, ყოველ წელს, ასობით მათგანს რომ იტაცებენ?!მეოთხე, გორის ჰოსპიტალში ხშირად უწევთ მკურნალობა 2008 და 1992-93 წლების ომების მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს. მათ რას ეუბნებით, თქვენი იქ მკურნალობა არ შეიძლება, გაგიტაცებენ და მათი იქ განთავსებას არაუშავს?!პუტინს სპეცრაზმით რომ სდომოდა სააკაშვილის გატაცება, ან უკრაინაში იპოვიდა, ან ევროპაში. პრობლემას წარმოადგენს რუსეთის სპეცსამსახურებისთვის?გატაცება კი არა, ზუსტად პუტინი იყო ზელენსკის რომ მოუწოდა საჯაროდ, სააკაშვილს მოქალაქეობა მიანიჭოსო. სხვებს ეძახიან პუტინის მონას. ფან-კლუბი დააბოლეთ.გორში სამხედრო ჰოსპიტალი არ ყოფილა მთლად გამართლებული ხომ? გაკრიტიკებდით 2006-07 წლებში მაგ მავნე გადაწყვეტილების გამო. არ მოგწონდათ.ისანში უზარმაზარი ტერიტორია და ახალი, მრავალსართულიანი სამხედრო ჰოსპიტალი ბალაგანად აქციეთ, ისანი-სამგორის ფილტვები გაჩეხეთ, ტერიტორია გაასხვისეთ. მაშინ ფიქრობდით სამხედრო მოსამსახურეებზე? მაგრამ ეს იყო თქვენი რეალური დამოკიდებულება.გორში ერთი მიზეზით არ სურს გადასვლა: შემოღობილია, სამხედრო ობიექტია და დესტრუქციას ვერ მოაწყობს.აქამდე მოწოდებები იყო დახსნასთან დაკავშირებით. როცა მიხვდნენ, რომ რესურსი აღარ აქვთ, ახლა დაიწყეს პირობის დადება, რომ საავადმყოფოსთან აქციებს არ მოვაწყობთო. თავიდან იყო საფიქრალი.კიდევ ერთი. განცხადებები მოვისმინე, ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი არ არსებობსო. გერევათ იურიდიული ნიუანსები. ავხსნი ცალკე ბლოგში“ – წერს ამირან სალუქვაძე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024