19/10/2024
22:04
სპორტი
გამოცემა EVECT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ გარემარბმა, ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს შესახებ ისაუბრა.
„ჩემთვის ქართველობა საამაყოა. ეროვნულ ნაკრების წევრობა თავის გამოვლენის დიდი შესაძლებლობაა, ქვეყნის მთავარ გუნდში თამაშით ბავშვობის ოცნება ამიხდა. ამ მაისურის ტარება და საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა საოცარი ემოციაა. საქართველოს ნაკრები ხალხს წარმოუდგენლად უყვარს, რაც ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიამოვნებით გეპატიჟებით საქართველოში, რომ აღმოაჩინოთ ჩვენი კულტურა და გაიცნოთ ქვეყანა.
რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში „ოსერთან“ შესრულებულ ჰეთთრიკს – პროფესიულ დონეზე ეს ჩემ კარიერაში პირველი მსგავსი შემთხვევა იყო. თუმცა, ადრე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში მეტიც გამიტანია. ეს 2018 წელს მოხდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, როდესაც ოთხი ბურთი გავიტანე.
საერთოდ, ასაკობრივ ნაკრებში 15 წლიდან მიწვევდნენ და 18 წლის ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი. იმედის მომცემი მოთამაშის სახელი მქონდა. ეს ორი მატჩია ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. ნაკრებში შესრულებული პოკერის შემდეგ დიდი ემოცია მქონდა, რამაც უკვე გადამიარა, მაგრამ „სენტ-ეტიენში“ ჰეთთრიკი ახლახანს შევასრულე, ლიგა 1-ში თავის გამოჩენა კი განსხვავებული გრძნობაა – ეს მომენტი ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. როცა ჩემი შვილი გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, ამ ჰეთთრიკზე აუცილებლად მოვუყვები“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
0
0