27/12/2021
16:04
პოლიტიკა
შეხვედრის დასრულების შემდეგ მელიამ ჟურნალისტებთან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პროცესზე ისაუბრა.
„პროცესი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა სიმართლე, რომ გულუბრყვილო მოლოდინები არ მაქვს, თუმცა სამოქალაქო შეთანხმებას შანსი უნდა ჰქონდეს და სანამ ამ შანსს ვხედავ, მე ჩემს მეგობრებთან ერთად ამ პროცესს ხელს შევუწყობ. სამოქალაქო თანხმობა გულისხმობს 2 კომპონენტის მოწესრიგებას: ეს არის პოლიტიკური დევნის დასრულება და ამ ქვეყანაში არჩევნების განცდის გაჩენა, არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეთანხმებაზე ვისაუბროთ, სხვანაირად გაჭირდება.
ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ქვეყანაში შექმნილი ვითარების ძალიან სწორი აღწერა. შეხვედრის განმავლობაში ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, გამოსავალიც მას სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზეც. ზურაბიშვილს შეუძლია, არა უბრალო, არამედ დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ შეთანხმების პროცესში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0