14/04/2023
14:49
პოლიტიკა
„სალომე ზურაბიშვილმა უნდა აღიაროს, რომ რასაც ის საუბრობს ევროპულ კურსზე არის ფარსი მისი მხრიდან ან პირდაპირ აღიაროს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებს აჟღერებს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა,
გიორგი ბოტკოველი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ურთიერთსაინააღმდეგო განცხადებების ფონზე, შეუძლებელია ლოგიკური მოლოდინი გვქონდეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით;
„პრეზიდენტისგან, რომლის განცხადებებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა მუდმივად, როგორ შეიძლება ლოგიკური მოლოდინი გვქონდეს ან ნიკა გვარამიასთან და ან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ერთი რამე უნდა აღიაროს სალომე ზურაბიშვილმა, ან ის , რომ რასაც საუბრობს თითქოს ქვეყანაში მას უნდა პოლარიზაციის განმუხტვა ან ქვეყნის ევროპულ კურსზე გადაყვანა ან ეს არის ფარსი მისი მხრიდან ან პირდაპირ უნდა აღიაროს, რომ მისი გადაწყვეტილებები არ არის არასდროს მისი გადაწყვეტილებები და ყველა გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და შემდგომ უბრალოდ აჟღერებს ზურაბიშვილი.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა
საომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ჩაშლილი ვიზიტთან დაკავშირებით კი თქვა, რომ აქ მისი განმარტებები იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა იქვე დაამატა, რომ მას არ სჯერა სალომე ზურაბიშვილი იღებდეს გადაწყვეტილებას თუ რომელ ვიზიტში უნდა მიიღოს მონაწილეობა და რომელში არა;
„ერთადერთი რამეა მნიშვნელოვანი, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს განმარტებები, ეს ვიზიტი მან დაგეგმა და შემდგომ გააუქმა, თუ იმ ხელისუფლებამ, რომელი ხელისუფლების ინტერესებსაც აქამდე ატარებდა ქვეყნის პრეზიდენტი, იმ ხელისუფლების მიერ გაუქმებულია ეს ვიზიტი. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის განმარტებები აქ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად მგონია, რომ ის იღებდეს გადაწყვეტილებას თუ რომელ ვიზიტში უნდა მიიღოს მონაწილეობა და თუ რომელ ვიზიტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა
0
0