
ბიზნესმენი, ფადი ასლი სოციალურ ქსელით პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობას „ფაუსტისა და ეშმაკის“ ურთიერთობას ადარებს.
„სალომე ზურაბიშვილის ურთიერთობა ივანიშვილთან ზუსტად ისეთივეა, როგორც ფაუსტის ურთიერთობა ეშმაკთან. „ფაუსტში“ ეშმაკის წარმომადგენელი მეფისტოფელი ჩნდება. ის აწყობს გარიგებას ფაუსტთან:
მეფისტოფელი ემსახურება ფაუსტს თავისი ჯადოსნური ძალებით რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ვადის ბოლოს ეშმაკი მოითხოვს ფაუსტის სულს და ფაუსტი სამუდამოდ იქნება დამონებული.
ივანიშვილმა ზურაბიშვილთან გარიგება დადო, საპრეზიდენტო არჩევნებში ხუთწლიანი ვადით, მაგრამ ვადის ბოლოს მის სულს მოითხოვს და სამუდამოდ იქნება დამონებული.
ნუ გაბრაზდებით „ქართულ ოცნებაზე“, იმ პრეზიდენტზე, რომელმაც სული ივანიშვილს მიჰყიდა! მან იცოდა იმ დროს, რასაც აკეთებდა და შეთანხმება უნდა შეასრულოს!“ - წერს ფადი ასლი.
0
0