
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ზურაბიშვილის ევროპაში გაშვება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის CBS NEWS-თან ინტერვიუზე.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავად აჩვენა მორიგი მტკიცებულება, მთავრობის მიერ რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში.
„სალომე ზურაბიშვილი როცა ევროპელ ლიდერებს ელაპარაკება ასეთი გზავნილებით, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვათავაზა მორიგი მტკიცებულება, რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში მთავრობის მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0