
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, შესაძლოა, უფრო საღად მოაზროვნე იყოს თავისი ქვეყნის ინტერესების პატივისცემისთვის და საქართველოსა და რუსეთს შორის, თანამშრომლობის დაბრკოლებების აღმოფხვრის თვალსაზრისით.
ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურაზე კომენტირებისას, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეებში ჩარევის მცდელობის აღკვეთის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიმოვმა განაცხადა.
რუსული საპარლამენტო გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ პრეზიდენტის მიმართ საქართველოში „ბევრი კითხვა დაგროვდა“.
„ცნობილია, რომ საფრანგეთის მოქალაქეა; ამბობენ, რომ ქართულადაც კი ცუდად საუბრობს. ზურაბიშვილი, როგორც პარაშუტისტი, გაგზავნეს საქართველოში და იკავებს პროევროპულ, თუნდაც, შეიძლება ითქვას, პრო-ნატოსეულ პოზიციას. მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, ძალიან სერიოზულად უყურებს მის კანდიდატურას. აქედან გამომდინარე, არის იმის შანსი, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდეს“, - აღნიშნა რუსმა სენატორმა.
კლიმოვი ამბობს, რომ საქართველოს მმართველი პარტია „მისი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს“.
„ამ ინტერესებშია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რომელსაც, როგორც „დიდ მეზობელს“, შეუძლია ბევრად მეტი გააკეთოს საქართველოსთვის, ვიდრე ყველა დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციას და სხვა მსგავს სტრუქტურას. ზურაბიშვილმა დასავლეთში ვიზიტებით და იქ ანტირუსული განცხადებებით, როგორც ჩვენი ხალხი ამბობს, ჩრდილი მიაყენა აქაურ ღობეს“, - განაცხადა მან.
კლიმოვმა ასევე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე ოპოზიციური ძალების მიერ „ევრომაიდანის“ მომზადების შესახებ.
„მე პირადად ვიცნობ ქართული დიასპორის ზოგიერთ წარმომადგენელს - მათ მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყანას შეუძლია დღეს დაიცვას თავისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა და არ დაემორჩილოს დასავლეთის ხრიკებს. მეტიც, 2008 წლის მოვლენების შემდეგ, საქართველო აცრილი იყო „მაიდანებისა“ და მათი სამწუხარო შედეგების წინააღმდეგ. მე მჯერა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს შანსი, გადავიდეს განვითარების სუვერენულ გზაზე და ქართველებს სურთ ამით ისარგებლონ. და ყველაფერს, რასაც ჩვენი დასავლეთის მტრები უნერგავენ ჩვენს მეზობლებს, ნგრევისა და სიმახინჯის გარდა სხვა არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის“, - განაცხადა მან.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025