
პარტიების ნაწილი უკვე ვთანამშრომლობთ წინააღმდეგობის ფრონტის ფორმატში, რომელსაც, ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
ამასთან, როგორც გეგელიამ აღნიშნა, სრული თავისუფლება აქვს ყველას, ვისაც სალომე ზურაბიშვილის ლიდერად აღიარება სურს.
„ყველას აქვს თავისუფალი არჩევანი, ვისაც სურს, შეუძლია აღიაროს სალომე ზურაბიშვილი ლიდერად, ვისაც არ სურს, შეუძლია არ აღიაროს. ამ კუთხით არის სრული თავისუფლება. პარტიების ნაწილი უკვე ვთანამშრომლობთ წინააღმდეგობის ფრონტის ფორმატში, ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს. გამიხარდება თუ სხვა კოლეგებსაც და მეგობრებსაც ვიხილავთ იქ ამ საერთო ბრძოლაში“, – აღნიშნა გეგელიამ.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია და ამ საკითხს საერთოდ არ განიხილავენ.
„ეს არ არის აქტუალური, რელევანტური, არც საინტერესო. ახლა საინტერესო, აქტუალური და რელევანტურია ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობა გვქონდეს, პროცესი სწორ ჩარჩოს დაუბრუნდეს და მოვახდინოთ გადატვირთვა პოლიტიკური სისტემის. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. თვითმმართველობის არჩევნები ვერ იქნება ამ კუთხით გამოსავალი ვერცერთი შექმნილი პრობლემიდან“, – განაცხადა გეგელიამ.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025