18/12/2024
15:53
პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტში მოვიდა ოვაციებისა და წარმატებისთვის, თუმცა საბოლოო შედეგი არც ისე კარგი მიიღო.
„მე პირადად მხარს არ ვუჭერ თქვენს პრეზიდენტს, თუმცა მე ვესწრებოდი მის გამოსვლას, რადგან მაინტერესებდა, რას იტყოდა. 30 წუთის შემდეგ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ის აქ ჩამოვიდა ოვაციებისა და წარმატებისთვის, თუმცა საბოლოო შედეგი არც ისე კარგი მიიღო“, - თქვა მარიანიმ.
„მე გაოცებული დავრჩი. ყველას ეგონა, რომ ფეხზე დგომით, ოვაციებით დახვდნენ, თუმცა რეალურად იქ მისი მოსვლის დროს ევროპარლამენტის დეპუტატების მაქსიმუმ 20% ესწრებოდა. მისი სიტყვის დასასრულს კი შეიძლება რამდენიმე დაემატა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან ადრე დაიწყო, მაგრამ თუ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ევროპარლამენტარები ცხრის ნახევარზე ადგილზე უნდა იყვნენ, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ ის დეპუტატები, რომლებიც მზად არიან რეზოლუციას დაუჭირონ მხარი შუადღეზე, არ არიან მზად იმისთვის, რომ დილით ადრე ადგნენ და ცხრის ნახევარზე გამოცხადნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი მრავალი კოლეგისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი პრობლემა“, - დასძინა მან.
0
0