20/06/2023
13:04
პოლიტიკა
შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს, მას დარჩენილი აქვს რამდენიმე თვე, ცდილობს, რომ ხშირად მოხვდეს ეთერებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, პრეზიდენტი შეთანხმების გზით უნდა წავიდეს.
„პრეზიდენტს გარკვევით ავუხსენით და ვუთხარით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურები კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყვნენ შერჩეული და ვერ გავაგებინეთ, რა გავაკეთოთ? ამ იწილო-ბიწილოს არ სჯობს, რომ დავსხდეთ და შევთანხმდეთ? – ერთხელ შევთანხმდით და მოგვატყუა, ახლა დუმს. ამას რატომ აკეთებს, ვერ გეტყვით. დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ – კონსენსუსის სიმბოლო უნდა იყოს და არა ის, რომ ჯიუტად შემოაგდოს კანდიდატურები. ამ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ და ეს პროცესი სადამდე უნდა იყოს? არ სჯობს, დავილაპარაკოთ? იქნებ, ვთანხმდებით? – კიდევ ერთხელ შანსს მივცემთ“, – განაცხადა ზარქუამ.
პრეზიდენტმა 16 ივნისს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.
0
0