საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩაკეტილი უნდა იყოს და მას საზღვარგარეთ გასვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს - ასე გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია პრეზიდენტის ინტერვიუებს დასავლურ მედიასთან.
„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ზურაბიშვილის განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულს უწოდებს.
„სალომე ზურაბიშვილი, საერთოდ არ უნდა გაუშვა საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ მისი ყველა განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული. მაგი ჩაკეტილი უნდა იყოს, საქართველოდან არ უნდა გაიშვას“, - აცხადებს ინჯია.
შეგახსენებთ, კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები, ომი უკრაინაში, ნავალნის გარდაცვალება და პარალელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან - ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემებთან ინტერვიუში ისაუბრა.
0
0