13/11/2021
14:54
საზოგადოება
ქადაგიძე მოუწოდებს სახალხო დამცველს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ.
„სახალხო დამცველო, აბა შენ გაზრდა-გახარებას, ქალბატონო ლომჯარია, როგორი ოპერატიული აღმოჩნდები ამ ფაქტის მიმართ? ხელისუფლებაში არ არიან და როგორ ჰონორზე გადავიდნენ ნახეთ? და ესენი, რომ მიუშვა რას იზამენ, ხომ წარმოგიდგენიათ? ამიტომაც საზოგადოების უმეტესობამ იცის თქვენი მოძალადე „ჯიში“ და არასდროს მოგაბრუნებთ უკან!!!
მიშას შიმშილობა კი არა, ვლადიმერ ილიჩი რომ გვერდში დაიყენოთ, ის ვერ გიშველით... ისე არანაირი განსხვავება არ არსებობს ბოლშევიზმსა და მიშიზმს შორის“, - წერს ქადაგიძე.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა, ერთ-ერთი სამართალდამცველის სახლის კართან, უხამსი და შემარცხმყოფელი შინაარსის წარწერები დატოვა, ფაქტის ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელში თავადვე გაასაჯაროვა. აღსანიშნავია, რომ სახლში პოლიციელის ოჯახის წევრები და არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ. ამ პროცესს წინ უძღოდა გიგი უგულავას მუქარა ამ კონკრეტული სამართალდამცველის შვილის მისამართითაც. პოლიციელების მისამართით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მუქარა და შეურაცმყოფელი განცხადებები ისმის.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024