
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სასურსათო პროდუქტების მაღალ ფასებზე პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით, რადიკალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გაშავება საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, მხოლოდ მათ "ინტელექტუალურ შესაძლებლობებს" აჩვენებს.
„ქართველ ხალხს რომ სულელად თვლით და გგონიათ ყველანაირ სიგიჟეს შეასაღებთ, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ!
ფასების ზრდა ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის ბრალიაო, ჭკვიანი სახეებით რომ ალაპარაკებთ "ტოპ-ტვინებს" და მერე თქვენი პარტიული მედიით ავრცელებთ ამ სისულელეს, საკუთარი "ბაბლის" გარდა ვინმეს აჯერებთ ამას?!
დღგ საქართველოში 18%-ია (2005 წლიდან) და არ გაზრდილა;
მოგების გადასახადი 15%-ია და არც ეს გაზრდილა;
2017 წლიდან მოგებაზე გადასახადი იხდება, მხოლოდ განაწილებისას, ინვესტირებულზე 0%;
აქციზი არ არის ხალხის გადასახადი, ეხება მხოლოდ საწვავს, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ავტომობილებს;
პურზე? - არა;
წამალზე? - არა;
ყოველდღიურ პროდუქტებზე? - არა.
პრემიერის ინიციატივის გაშავება საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, თქვენს "ინტელექტუალურ შესაძლებლობებს" აჩვენებს.
კარტელურ გარიგებებს და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია!
ნუ, იმათ აღარაფერი გეშველებათ, ვისაც "ლელოელი" პოლიტიკოსები დიდი ეკონომისტები გგონიათ, რომანა გოცირიძე ძლიერი ფინანსისტი და ხუხაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
0
0