
საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკისმომგვრელი ფაქტი – 624 მილიონი ლარი დოლარის სახით და 35 მილიონი ევრო. და აქ ჩნდება კითხვა – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი "ქეში" და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების "გათეთრებას" ?! - წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ აღნიშნული სქემა სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორთან იყოს დაკავშირებული.
“საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკისმომგვრელი ფაქტი – 624 მილიონი ლარი დოლარის სახით და 35 მილიონი ევრო.
და აქ ჩნდება კითხვა – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი "ქეში" და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების "გათეთრებას" ?!
ძალიან დიდი ალბათობით - სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორი, რომელიც წლებია სისტემატურად ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და ცდილობს, პოლიტიკური სპეკულაციებით დაიბრუნოს გავლენები, რომელიც 2003-2012 წლებში ჰქონდა.
საინტერესო იქნება, გამოძიების ოფიციალური დეტალები, რომელიც მალე გასაჯაროვდება,”- წერს ქადაგიძე.
0
0