
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან დაწყებულ შიმშილობას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხოშტარიას აქვს მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ანუ ორთოდოქსი მიშისტების გული მოიგოს.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თუ მოხდებოდა ელენე ხოშტარიას დაბარება, ის კანონს შეგნებულად დაარღვევდა და თავს დააჭერინებდა.
„ელენე ხოშტარიას მისდა სამწუხაროდ არ იბარებენ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თორემ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კანონს დაარღვევდა, არ მივიდოდა და თავს დააჭერინებდა.
ახლა ხოშტარიას აქვს მცდელობა, ითამაშოს „ნაციონალური მოძრაობის“, ორთოდოქსი მიშისტების განწყობაზე. აფიქრებინოს, ნახეთ როგორი შეუპოვარია, სააკაშვილს ბაძავს, არ ეპუება არაფერს, უკომპრომისოა ბრძოლაში და ა.შ. საბოლოო ჯამში კი მივდივართ იმ სასაცილო მოცემულობამდე, როცა ელენე ხოშტარიამ ულტიმატუმი წაუყენა საკუთარ გუნდის წევრებს - მე უვადოდ ვიშიმშილებ, მზად ვარ მოვკვდე კიდეც, რომ თქვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთ. არ ვიცი ეს რა ფენომენია, ალბათ რამე ექსპერიმენტთან გვაქვს საქმე. ბოლოს შესაძლოა ჩვენი ოპოზიციის მიერ გაკეთებული ინოვაციების დისტრიბუციაც კი მოხდეს,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
0
0