20/10/2021
21:57
პოლიტიკა
„ოღონდ პოლიტიკური ქულა დაიწეროთ ყველაფერი ხომ არ მოსულა? თუმცა, სადაც მიშას მიმართ ზოგზოგიერთს სენტიმენტები გაუჩნდა რა პრობლემაა, ცოტა პოლიტსპეკულაციებიც შეიძლება იმის იმედით, რომ ერთი დღით მთავარ ამბებში მოხვდებით... ისე სულ არ გამიკვირდება ხვალ ეკა ხერხეულიძემ ბრიფინგი გამართოს თემაზე, თუ როგორი „კრიმინოგენული“ სიტუაციაა საქართველოში“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ინფორმაციისთვის, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ 19 ოქტომბერს, ღამით, ორთაჭალაში მის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დოლიძის ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
„ჯგუფი ახალგაზრდების თავს დაესხა ჩემს თანამშრომელს, ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ხელში ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან. ერთადერთი, რამაც ისინი გააჩერა იყვნენ გამვლელი მოქალაქეები, რომლებმაც შეაჩერეს ეს ბიჭები. მან მიიღო დაზიანებები თავში, მუცლის არეში. არის დაუსჯელობის სინდრომი, იმიტომ, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ეს ქუჩის შპანა სჭირდება სათავისო მიზნებისთვის“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
0
0