16/11/2021
12:08
პოლიტიკა
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით მამუკა ხაზარაძე პარლამენტში დადიოდა, მაგრამ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით იყო დაკავებული.
„ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დატოვებით საკანონმდებლო ორგანოს არაფერი დააკლდება, რადგან ის პარლამენტში არ დადიოდა და საკანონმდებლო საქმიანობას არ ეწეოდა. მისგან განსხვავებით, მამუკა ხაზარაძე პარლამენტში დადიოდა, მაგრამ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით იყო დაკავებული და მას რაიმე ჯანსაღი დებატები ან საკანონმდებლო ცვლილებები არ მოუმზადებია და არ გვახსენდება. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები თავის თავს პოლიტიკურ ორგანოში ვერ ხედავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით თავად მიმართეს.
1tv.ge
0
0