კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. გამოკითხვაზე ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მან სასამართლოში ჩვენების მიცემა მოითხოვა.
პროკურატურაში გამოძიება დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 349 ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
გამოძიება პროკურატურამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პარლამენტის და მისი დროებითი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ ცნობს, გამოკითხვაზე არ გამოცხადდა.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბრალის წაყენებას ელოდება, გირაოს შეფარდების შემთხვევაში კი, მის გადახდას არ აპირებს.
პროკურორის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა კანონიერი იყო და მისი შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
0
0