
გაბრაზება, ქუჩაში გამოსვლა, წნეხი რეჟიმზე, რომ ჩამოიშალოს და ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, არის გზა, რომელიც შვიდასჯერ გვაქვს უკვე ახსნილი, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც გვარამიამ დაწერა: „პოზიციის გარკვევით, ღიად და მკაფიოდ გამოხატვის დრო მოვიდა, არ გამოვა ბუნდოვანი ტექსტები, არ გამოვა „რა ვქნა, სხვანაირად დაფინანსება არ მექნება“, ყველამ მკაფიოდ თქვას, რა და რატომ გადაწყვიტა“.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ნიკა გვარამიას მოსაზრებას ეთანხმება.
„წაკითხული მაქვს სტატუსი და ვეთანხმები. გაბრაზება, ქუჩაში გამოსვლა დიდი რაოდენობით, წნეხი რეჟიმზე, რომ ჩამოიშალოს და ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არის გზა, რომელიც შვიდასჯერ გვაქვს უკვე ახსნილი. გაბრაზება, ქუჩაში გამოსვლა, ძალის ჩვენება და იძულება, წნეხი ამ გზით, ისევე, როგორც სხვა გზებით, მათ შორის, გარედან, რაზეც ასევე ვმუშაობთ – ასე შეიცვლება ეს რეჟიმი და მივალთ ამ წერტილამდე ყველა შემთხვევაში“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
0
0