07/04/2023
16:30
პოლიტიკა
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კომისიის წევრთან, ანა კაკაბაძესთან, ერთად ამერიკულ ჰოსპიტალს ეწვია.
სტუმრებმა ჰოსპიტალში არსებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სამედიცინო დაწესებულების პერსონალთან შეხვედრისას კი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოს და საზოგადოების თანამშრომლობისა და მუნიციპალური პროგრამების სტრატეგიის განსაზღვრაში სამედიცინო პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია - ჯანმრთელობა ყველას. ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მქონე, მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკების არსებობა მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები მზარდი ბიუჯეტით მორგებულია მოქალაქეებზე. ერთიანი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გლობალური გამოწვევები. ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი
შემადგენელი ნაწილი და საზოგადოების ჯანმრთელობის გარანტიაა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
0
0