
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმ "ექსპერიმენტორიუმში" უმასპინძლა. ზურაბ აბაშიძემ მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და განაცხადა, რომ "ექსპერიმენტორიუმში" სტუმრობა ბავშვებისთვის წინასაახალწლო განწყობის და დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად გადაწყდა.
"ბავშვების ღიმილი, ბედნიერი თვალები და გულწრფელი სიხარული - სწორედ ასეთია ახალი წლის ნამდვილი განწყობა. სწორედ ამ განწყობის შესაქმნელად დღეს შემეცნებით-გასართობ, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“ ვუმასპინძლეთ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს ვუმასპინძლეთ. ვეცადეთ, მათთვის წინასაახალწლო დღეები ემოციებით სავსე თავგადასავლად და დაუვიწყარ მოგონებად გვექცია. ბედნიერ და ხალისიან დამდეგ ახალ წელს ვუსურვებ ყველა პატარას"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
0
0