
თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის ბოლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ გახსნა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით თბილისში განხორციელდა. ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მომავალი მოწვევის დეპუტატებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება.
“მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ბევრი ვიშრომეთ და შედეგებიც სახეზეა. მადლობა იმ კოლეგებს, რომლებიც სხვა მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება ახალ საკრებულოს, ახალ მოწვევაში უკვე ბევრი ახალი სახე შემოგვიერთდება და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
0
0